გატესტილი სასულიერო პირებიდან COVID-19 არცერთს არ დაუდასტურდა - საპატრიარქო

გამოქვეყნდა:

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საპატრიარქოში კორონავირუსზე ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი ნეგატიურია. 

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დღეს საქართველოს საპატრიარქოში რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის (ლაბორატორია) წარმომადგენლებმა საპატრიარქოს თანამშრომლებს PCR ტესტირება ჩაუტარეს. გვინდა, გაცნობოთ, რომ საპატრიარქოში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი  ნეგატიურია", - ნათქვამია განცხადებაში 

რაც შეეხება პტრიარქის ტესტირებას - მისი პირადი ექიმი ამბობს, რომ თუ საჭირო იქნება, შესთავაზებენ, მაგრამ, ახლა ამის საჭიროება არაა.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოში გაფართოებული ტესტირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილის კორონავირუსი დაუდასტურდა.  აქვე გეტყვით, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ გუშინ მედიასთან ეს ინფორმაცია ჯერ დაადასტურა, შემდეგ უარყო. "მთავარი არხის" ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი სწრაფი ტესტით გუშინვე დადასტურებული ჰქონდა. მიუხედავად ამისა, საღამოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომ PCR ტესტის პასუხი მომდევნო დღეს იქნებოდა ცნობილი.

საყურადღებოა ისიც, გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ 4 იანვარს შორენა თეთრუაშვილის სინოდის სხვა წევრებთან ერთად პატრიარქის დაბადების დღეზე, ეკლესიის მეთაურთან ახლო დისტანციაზე იმყოფებოდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი