დედოფალი ელისაბედი და პრინცი ფილიპი კორონავირუსის ვაქცინით აცრეს

გამოქვეყნდა:

ელისაბედ II-მ და პრინცმა ფილიპმა COVID-19-ის ვაქცინა გაიკეთეს და ისინიც შეუერთდნენ გაერთიანებული სამეფოს დაახლოებით 1.5 მილიონ ადამიანს, რომელთაც ვაქცინის დოზა აქვს მიღებული. 

94 წლის დედოფალსა და 99 წლის პრინცს ვაქცინა უინძორების სასახლის ექიმმა გაუკეთა - ამის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება დედოფალმა გადაწყვიტა.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მეთ ჰენკოკი Twitter-ზე ამბავს გამოეხმაურა.

”მოხარული ვარ, რომ მისმა უდიდებულესობამ დედოფალმა და ედინბურგის ჰერცოგმა მიიღეს COVID-19-ის ვაქცინა. ჩვენ ამ ვირუსს ვამარცხებთ", - წერს მეთ ჰენკოკი

დედოფალი და პრინცი ლოქდაუნის პერიოდში ლონდონში იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს ინგლისში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი