მათ დაგვივიწყეს ყველაზე მძიმე პერიოდში - სტუდენტები მთავრობისგან სწავლის საფასურის შემცირებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

სტუდენტები ონლაინ სწავლების პირობებში სწავლის გადასახადის შემცირებას ითხოვენ. ახალგაზრდებმა პეტიციით უკვე მიმართეს როგორც განათლების სამინისტროს ისე მთავრობის მეთაურ გახარიას. 

"მათ დაგვივიწყეს ყველაზე მძიმე პერიოდში, როდესაც სტუდენტებს გვჭირდებოდა მთავრობის დახმარება. მთავრობა შეიძლება გამოვიდეს და თქვას, რომ ჩვენ გავაკეთეთ შეზღუდვები სტუდენტებისთვის მაგრამ ეს ყველაფერი არის დამცინავი", - ამბობს გიორგი კაციაშვილი, სტატუს შეჩერებული სტუდენტი. 

სტუდენტური ომბუდსმენის აპარატის დამფუძნებელი თაკო მეტრეველი კი ამბობს, რომ გაორმაგებულია "კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ სტატუს შეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა." 

სტუდენტებმა მთავრობას დახმარების თხოვნით პირველად მარტში, პანდემიის დაწყებისას მიმართეს, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები პრობლემის გადასაჭრელად ჯერ კიდევ არ გადადგმულა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი