მოშიმშილე პატიმრების ახლობლები ამნისტიის კანონპროექტს აპროტესტებენ - აქცია პარლამენტთან

გამოქვეყნდა:

მოშიმშილე პატიმრების ახლობლები ამნისტიის კანონპროექტს პარლამენტის წინ დილიდან აპროტესტებენ და ამბობენ რომ კანონპროექტი არაჰუმანურია და არ არის პატიმრებზე მორგებული. 

"ჩვენ ვაპროტესტებთ და ჩვენი მოთხოვნაა ამინისტია იყოს მართლაც ჰუმანური, შეეხოს ყველა 1/4 და მოეხსნას დათქმა ნასამართლეობისა. სარჯველაძის წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს ჰუმანურობას, ეს არის ხალხის თვალებში ნაცრის შეყრა", - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ იქამდე არ შეწყვეტენე პროტესტს, სანამ საყოველთაო ამნისტიას არ მიიღებენ. 

აქვე გეტყვით, რომ საკანონმდებლო ორგანო ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, სავარაუდოდ, დღესვე დაამტკიცებს 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი