ამ წუთებში ხმაურია პარლამენტთან, პატიმრების ოჯახის წევრები, ამნისტიის კანონის გაფართოებას ითხოვენ.
პარლამენტთან მივიდა, ახალი დეპუტატი, დავით ზილფიმიანი, მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ მთავრობამ არშესაწყალებელი ხალხიც შეიწყალა.
"ნებისმიერი ჰუმანური აქტი, აუცილებლად ყოველგვარი კამათის გარეშე უნდა იყოს მიღებული, ამაზე ნამდვილად არ მაქვს... მე მხოლოდ ერთ რამეს ვამბობ და მინდა იცოდეთ, რომ ხშირად, ამას გადაყვება ხოლმე, როგორიც მაგალითად რამდენიმე წლის წინ მოხდა და რეალურად არშესაწყალებელი ხალხიც კი შეიწყალა" – ამბობს დავით ზილფიმიანი
აქციის მონაწილეები, პატიმრების დედები და მეუღლეები, ამბობენ, რომ შიმშილობას გააგრძელებენ.
ადვოკატები ამბობენ, რომ ამნისტია არ არის ჰუმანური და პატიმრების მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას იჩენს. ისინი საკომიტეტო განხილვებზე მონაწილეობას ითხოვენ.
დღეს პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით უნდა მიიღოს.