პარლამენტის გადაყენებული თავჯდომარის შეთავაზებას, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობასა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, ოპოზიციაში უარით პასუხობენ და ამბობენ, რომ მათი მოთხოვნები კვლავ უცვლელი რჩება.
"ირაკლი კობახიძე მოწყვეტილი არის რეალობას სამწუხაროდ იმ რეალობას, რომელიც მათივე გამოისობით არის შექმნილი. ქართველმა ხალხმა სწორედ ამის შეჩერებას მისცა ხმა და ეს არჩევნები "ქართულმა ოცნებამ" გააყალბდა... ნებისმიერ მათ წინადადებაზე პასუხი ქართველი ხალხის გადაწყვეტილების შესაბამისი - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები", - აბობს ზურაბ მელიქიშვილი, "ენმ"-ს წარმომადგენელი.
აქვე გეტყვით, რომ ირაკლი კობახიძე ოპოზიციის წევრებს დღეს გამართულ ბრიფინგზე თებერვლის პირველივე კვირაში საგამოძიებო კომისიის შექმნას დაპირდა და თქვა, რომ მისი დანაპირები არჩევნების შედეგებში 1%-იანი ცვლილების შესახებ ძალაში რჩება.