თუ საგამოძიებო კომისია ხმების გადახრას დაადგენს, რიგგარეშე არჩევნები იქნება - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია "ოცნების" სასარგებლოდ 1%-იან ხმების გადახრას დაადგენს. 

"კომისია უზრუნველყოფს არჩევნების სრულფასოვან შეფასებას სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის, უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით. თუ დაფიქსირდება თუნდაც 1%-იანი გადახრა, ქართული ოცნების სასარგებლოდ და დარწმუნებული ვართ, გადახრა 0,1 პროცენტიც კი არ იქნება, ქართული ოცნება გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს. გარდა ამისა, როგორც ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთ შემთხვევაში დავტოვებ ყველა პოლიტიკურ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმანს პირველივე შეკრებისთანავე დააინიცირებენ და სამუშაოდ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოიწვევენ. 

ასევე, პარტიამ მიიღო გადაწყვეტიელბა საპარლამენტო მანდატები ყველა იმ დეპუტატს შეუწყვიტონ, რომლებიც ამის თობაზე განცხადებით მიმართავენ. მისივე თქმით, დაფინანსებას ვერ მიიღებენ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი