ამნსიტიის კანონპროექტის დამტკიცების მიუხედავად, მოშიმშილე პატიმრების ახლობლები პარლამენტთან საპროტესტო აქციას კვლავ აგრძელებენ. მათი მოთხოვნები უცვლელია - სოლიდარობა ყველა პატიმარს, რომელიც ითხოვს, რომ ამნისტია შეეხოს.
"იქიდან გამომდიანრე, რომ დღეს პენიტენციურ დაწესებულებებსი არის კოვიდ ინფიცირება და ადამიანები იღუპებიან მაგიტომაც ვითხოვთ და საფუძვლიანად ვითხოვთ, რომ ამ ადამიანების განთავისუფლება მოხდეს. ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ მოხდეს ციხეების განტვირთვა, რომ შესაძლებელი გახდეს კოვიდ ინფიცირებასთან ბრძოლა", - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე.
მთავრობის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი აბსოლუტურად აცდენილია ამნისტიის იდეას და
"ამნისიტია, რომელიც მიმაჩნია, რომ უნდა იყოს ჰუმანური აქტი, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" პირობებში ჰუმანური აქტი ვერ იქნება, პირველ რიგში იმიტომ, რომ პოლიტიკური მოტივით დაკავებულ ადამიანებს ის არ შეეხო", - ამბობს ხატია დეკანოძე, "ენმ"-ს წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ ერთპარტიულმა პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი რამდენიმე წუთის წინ, ძირეული ცვლილებების გარეშე, დაამტკიცა.