
პოლიტიკოსი დავით ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ მას შემდეგ რაც, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, საპატიო ლეგიონის კავალერის ორდენი მიანიჭა, ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობა დასრულდა. ჭიჭინაძის თქმით, ივანიშვილს კარისკენ მიუთითეს.
"ახალი წლის წინ იყო, საფრანგეთის მთავრობამ ორდენი რომ გადასცა. ეს ზოგადად, როცა მოქმედ პოლიტიკოსს ორდენებს გადასცემენ, ეს ნიშნავს მათი მოღვაწეობის დასრულებას, ანუ რაღაც გარკვეულწილად გარიგება შედგა. რომ ვთქვათ, რომ რაც იმ წერილში წერია, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო მას ძალიან ადარდება და აწუხებდა, არ მგონია, იმიტომ, რომ რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ მისი მთელი 8–9 წლიანი მოღვაწეობა, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების, საკუთარი ქონებების გადალაგება–გადმოლაგებას და გავლენების გაძლიერებას მოხმარდა. რეალურად მას მიანიშნეს კარისკენ, ის ხედავს რომ ხალხში დასაყრდენი აღარ აქვს" ,– ამბობს "ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე
მოზაიკასავით დაიშლებიან, ერთმანეთი არ უყვართ – გოგიჩაიშვილი ბიძინას გარეშე დარჩენილ "ოცნებაზე".
ივანიშვილი ოცნებას უყურებს როგორც გაწურულ ლიმონს, პარტია დასრულდა – ეკა ბესელია.
ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა – გამოსამშვიდობებელი წერილი სრულად.
ემანუელ მაკრონმა ბიძინა ივანიშვილი საფრაგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა.