ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრემიერი, კოვიდინფიცირებული ალექსანდრე ანქვაბი ჩაანაცვლეს - ე.წ. პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ხდება ვლადიმირ დელბა, რომელიც ადრე ფინანსთა მინისტრი იყო.
შესაბამისი ბრძანება დეფაქტო პრეზიდენტმა ბჟანიამ გამოაქვეყნა. ვლადიმირ დელბა 2020 წლის 28 აპრილიდან ე.წ. ფინანსთა მინისტრი და ე.წ. ვიცეპრემიერია.
რაც შეეხება ალექსანდრე ანქვაბს, მას კოვიდდიაგნოზი 30 დეკემბერს დაუსვეს, 7 იანვარს კი კონსილიუმმა გადაწყვიტა, რომ მას მკურნალობა რუსეთში გაეგრძელებინა, რის შემდეგაც ანქვაბი მოსკოვშიო გადააფრინეს.