ვიცი ამ წასვლას რაც ეწოდება, არ დაიჯერო,,,– ნათელაშვილი ბიძინას გალაკტიონით და იშხნელებით აცილებს

გამოქვეყნდა:

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ტრამპის რეჟიმის დამხობას დაემთხვა. ნათელაშვილის თქმით, ივანიშვილს სურს, განზე გადგომით შეინარჩუნოს ქვეყნისგან მოპარული მილიონები.

"ოპოზიცია ვერ გატეხა, ვერ შეიტყუა პარლამენტში, შერჩა ერთპარტიული, პარლამენტად წოდებული მარაზმი, იმავდროულად დაემხო მისი მფარველი ტრამპის რეჟიმი ვაშინგტონში, ახლა მისი სურვილია და ოცნებაა, გადაირჩინოს ჩვენგან მოპარული მილიარდები და შეინარჩუნოს პოლიტიკური ძალაუფლება სირაქლემისეული ჩამალვით ქვიშაში, მაგრამ რა თქმა უნდა, გალაკტიონიდან დავიწყოთ, ვიცი ამ წასვლას რაც ეწოდება, და დები იშხნელების სიმღერით დავამთავროთ, არ დაიჯერო არ დაიჯერო" – ამბობს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი

ამავე თემაზე:

ივანიშვილს კარისკენ მიანიშნეს, მისი მოღვაწეობა დასრულდა – დავით ჭიჭინაძე

 

მოზაიკასავით დაიშლებიან, ერთმანეთი არ უყვართ – გოგიჩაიშვილი ბიძინას გარეშე დარჩენილ "ოცნებაზე".

ივანიშვილი ოცნებას უყურებს როგორც გაწურულ ლიმონს, პარტია დასრულდა – ეკა ბესელია.

ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა – გამოსამშვიდობებელი წერილი სრულად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი