რასაცა გასცემ, შენია... - ასეა დასათაურებული ექსკლუზიური ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან, რომელსაც გამოცემა entrepreneur აქვეყნებს.
როგორც ირკვევა ინტერვიუ 9 იანვარსაა ჩაწერილი, თუმცა რესპოდენტის, ბიძინა ივანიშვილს თხოვნით დღეს, მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც "ქართი ოცნების პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ოფიციალური წერილი გაავრცელა.
ინტერვიუს ძირითადი თემა ქველმოქმედება და ის თანხებია, რომელიც ივანიშვილმა ამ წლების მანძილზე, მისივე თქმით ქვეყნისა და ადამიანების დახმარებაში დახარჯა.
საუბარია "ქართუსთვის" გადაფორმებულ ქონებაზეც და პოლიტიკაში მოსვლისა და წასვლის მიზეზებზეც.
ივანიშვილის ინტერვიუს სრულად "ქართული ოცნების" ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.