"ქართუ ბანკიდან" დივიდენდი არასოდეს ამიღია, "ელიტა ბურჯი" წამგებიანი კომპანია იყო - ივანიშვილი

გამოქვეყნდა:

„ქართუ ბანკიდან“ დივიდენდი არასოდეს ამიღია - ამბობს ბიძინა ივანიშვილი entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, საქართველოში ბიზნესის კეთება მიზნად არ ჰქონია და ადასტურებს, რომ "ელიტა ბურჯი", რომელიც ქართის გადასცა, წამგებიანი კომპანია იყო

მე, როგორც აქციონერს, „ქართუ ბანკიდან“ დივიდენდი არასოდეს ამიღია. ბანკმა კი, ამ წლების განმავლობაში, საკუთარი მოგებიდან 55 მილიონი დოლარი ასევე ქველმოქმედებაზე მიმართა.

რაც შეეხება „ელიტა ბურჯს“, ის წლების განმავლობაში წამგებიანი კომპანია იყო და მუდმივად მიწევდა მისი სუბსიდირება, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ დროის უქონლობის გამო, პირადად ვერ ვხელმძღვანელობდი კომპანიის მენეჯმენტს. კომპანია კი, საკუთარი ძალებით, სამშენებლო ტექნოლოგიებში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციის გამო, დროის მოკლე მონაკვეთში ვერ ახერხებდა მოგების მიღებას. მაგრამ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩემთვის საქართველოში ბიზნესის კეთებაზე მეტად ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და, ზოგადად, ბიზნესგარემოს გაჯანსაღება უფრო მნიშვნელოვანი იყო - ამბობს ივანიშვილი

 ქონება, რომელიც ივანიშვილმა თავისივე "ქართუს" გადაუფორმა 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი