
ორშაბათს, ამერიკის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ, მაიკ პენსს თეთრ სახლში შეხვედრა ჰქონდათ, ეს პირველი შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ.
ორ ლიდერს "კარგი საუბარი ჰქონდა", მიუხედავად გავრცელებული ცნობებისა, რომ ბოლო დღეებში მათ შორის ურთიერთობა დაძაბული იყო.
საუბრის შემდეგ, თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში გამოცხადდა, რომ პრეზიდენტმა ვაშინგტონში 11 იანვრიდან 24 იანვრამდე - ჯო ბაიდენის ინაუგურაციიდან ოთხი დღის შემდეგ - საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე თქვა, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ "ისინი, ვინც კანონი დაარღვიეს და კაპიტოლიაში შეიჭრნენ გასულ კვირას, არ წარმოადგენენ "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" მოძრაობას.