ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის, გარდაცვალების საქმეზე გირაოთი გათავისუფლები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე "ქართული ოცნების" ერთ ერთ ლიდერის, ირაკლი კობახიძეს პასუხობენ. არჩევნების გაყალბების სქემის მხილების შემდეგ ისინი კობახიძის ცრუ დაპირებაზე საუბრობენ, რომლის მიხედვითაც, 31 ოქტომბის არჩევნების გაყალბების დადგენა უკვე შეულბელია.
ადმინიუსტრაციის ყოფილი თანამშრომლების ინფოამციით, ცესკოში დაცული დოკუმენტებიდან გამქრლია მთავარი მტკიცებულებები, რომლებმაც არჩენევბის გაყალბება უნდა დაადასრტუროს. მათი თქმით, ესაა არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებიდან ამოღებული ამომრჩევლეთა სიები და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნები.
"ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან დიდი მასშტაბის გაყალბებაზე და როცა კობახიძე ჩვენ გვთავაზობს უშუალოდ ბიულეტენების გადათვლას, აქ ვერაფერს ვერ ვნახავთ, ყველაფერი გასწორებული, დავარცხნილი და გამზადებული იქნება ისე, როგორც ეს სურს მამრთველ ძალას. მთავარი, რაც არის ჩვენი მოთხოვნა, ბიულეტენების გადათვლა დაგვიანებულია, უნდა მოხდეს სამაგიდო სიების შესწავლა დადარება კედლის და სპეციალურ სიებთან, შესწავლა ემიგრანტების სახელების გასწვრივ ხომ არაა ხელი მოწერილი, უნდა იქნას შესწავლილი არჩევნების შედეგების განმსაზღვრელი პირველადი საარჩევნო დოკუმენტაცია", - ამბობს აკაკი კობალაძე.
აკაკი ხუსკივაძის თქმით, თუ ოდესმე საგამოძიებო კომისია შექიმნება მან უშუალოდ სიების შესწავლა უნდა დაიწყოს სადაც არის გაყალბებული ხელმოწერები.
"ფუთები გახსნილია, მათი მთლიანობა დარღვეულია, რა ბიულეტენებზეა საუბარი, ეს არის კანონით განსაზღვრული და ეს არის სუფთა წყლის ვაჭრობა, პიარ ტექნოლოგიაზე ანუ ამომრჩეველზე მუშაობა, რომ თითქოს ქართულ ოცნებას გადათვლა უნდა", - თქვა აკაკი ხუსკივაძემ.
საარჩევნო ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლები აპირებენ, რომ ამ დარღვევებთან დაკავშირებით მიმართონ პროკურატურას და მოითხოვონ ორი მთავარი მტკიცებულების ამოღება და შესწავლა.