წარმომადგენელთა პალატაში რეპუბლიკელებმა ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი დაბლოკეს

გამოქვეყნდა:

ორშაბათს ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში რეპუბლიკელებმა კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედება დაბლოკეს, რომლის შედეგადაც მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხელისუფლებიდან ვადაზე ადრე ჩამოშორება უნდა მომხდარიყო.

იმპიჩმენტის ღონისძიებაში, რომელსაც 200-ზე მეტი დემოკრატი ეთანხმება, ნათქვამია, რომ ტრამპმა "სერიოზულად შეუქმნა საფრთხე შეერთებული შტატებისა და მისი სამთავრობო ინსტიტუტების უსაფრთხოებას".

ახლა წარმომადგენელთა პალატა, რომლის უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ, იმპიჩმენტის შესახებ საკითხის წამოწევას კიდევ ერთხელ ოთხშაბათს, 13 იანვარს აპირებს. 

"შესაძლოა იმპიჩმენტის შესახებ კენჭისყრა ოთხშაბათს ჩატარდეს", - განუცხადა ჟურნალისტებს პალატის უმრავლესობის ლიდერმა სტენი ჰოიერმა.

მან თქვა, რომ თუ დემოკრატების მიერ კონტროლირებადმა პალატამ გადაწყვეტილება მიიღო ის სენატს დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს.

თუ იმპიჩმენტის საკითხი გავა, მაშინ დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტი იქნება ამერიკის ისტორიაში, რომელსაც ის ორჯერ გამოუცხადეს. 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპი დემოკრატ ჯო ბაიდენთან დამარცხდა, თუმცა მოწინააღმდეგეებს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. დემოკრატები ტრამპს არეულობების ორგანიზებაში სდებენ ბრალს და მის გადადგომას ითხოვენ.

ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი