ეს არის მილიარდერ ივანიშვილის პირადი კოლექცია, რომელთა დიდი ნაწილი დღესაც მისი საცხოვრებელი რეზიდენციების კელდებს ამშვენებს.
ქართული ოცნების უკვე ყოფილი თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ხელოვნების ნიმუშთა კოლექციას რომლის ჯამურ ღირებულებას ბლუმბერგი სულ მცირე 1 მლდ დოლარად აფასებს, სამომავლოდ ასევე საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გადასცემს.
ვრცელი ინტერვიუ ივანიშვილმა ამერიკული ანტრეპრენერის ქართულ რედაქციას მისცა. ქონება, რომლის გადაწერას ოლიგარქი ახლა საქველმოქმედო ფონდის სახელზე აპირებს დღეს ოჯახის პირად განკარგულებაშია, თუმცა ფონდი ქართუს გამოჩენით ბევრი არც არაფერი იცვლება.
საქველმოქმედო ორგანიზაციას დღესაც ივანიშვილების ოჯახის წევრები მართავენ. მათ შორის გადაწყვეტილებებს პირად ბიძინა ივანიშვილი იღებს, რომელთა აღსრულებაზე პასუხისმგებელი მისი დის შვილი კახა კობიაშვილია.
ივანიშვილის ჩრდილოვანი ნათესავი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ე.წ. ნარუშილოვკების სკანდალის გამო მოექცა.
ჟურნალისტები იხსენებენ კიდევ ერთ ხმაურიან დაკავებას, რომლის დროსაც კობიაშვილი ფულით სავსე ჩემოდნით და იარაღით გააჩერეს.
ივანიშვილის განცხადების რომ ის ყველაფერს ქველმოქმედებას გადასცემს არ სჯერა არც გამომძიებელ ჟურნალისტებს, რომელბმაც სხვადასხვა დროს ივანიშვილის ოფშორული იმპერიის მცირე მაგრამ ერთობ შთამბეჭდავი ნაწილი გაშიფრეს.
რუსეთში ნაშოვნ მილიარდებს ოლიგარქი სწორედ ოფშორულ კომპანიებსა და ანგარიშებზე მალავს, სადაც მისი რეალური ქონების მოძიება პრაქტიკულად შეუძლებელია, მათ შორის ამერიკელი სამართალდამცველებისთვისაც კი.
მაგალითად ივანიშვილს მისი ოჯახისთვის ბერმუდას კუნძულებზე გამოწერილი ჰქონდა დაზღვევის ნახევარ მილიარდიანი პოლისი, რომელსაც რეალურად გადასახადებისგან თავის ასარიდებლად იყენებდა. რომ არა "პანამა ფეიფერის სკანდალი" მსოფლიო ვერც ამ შავი ხვრელის შესახებ შეიტყობდა ვერაფერს.
ივანიშვილის კუთვნილი რომელი აქტივები გადადის საქველმოქმედო ფონდში, რა იქნება მაგალითად ქართუსთვის გადაცემული ხელოვნების ნიმუშების საბაზრო ღირებულება არავინ იცის. ივანიშვილი ამტკიცებს რომ ის გაცილებით ღარიბია, ვიდრე ამას ფორბსი და ბლუმბერგი ამტკიცებენ.
ერთადერთი კი რისი თქმაც ექსპერტებს დანამდვილებით შეუძლიათ არის ის რომ ივანიშვილის კაპიტალის სოლიდური ნაწილი სწორედ ოფშორებსა და სხვადასხვა საინვესტიციო ფონდებშია დამალული...
ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ ივანიშვილის მთავარი ინტერესი არც ნახატებია და არც ის, ვის სახელზე იქნება გაფორმებული ქონება, რომელიც ისევ მისი კაპრიზების მიხედვით განიკარგება.
მართალია ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებს რომ მის ქონებას ახლა საქველმოქმედო ფონდი ქართუ განკარგავს, მგრამ იქვე რჩევებს აძლევს და ორგანიზაციას ურჩევს მაგალითად სასტუმროები 10 წლის შემდეგ გაყიდოს და გაყიდოს იმაზე უფრო იაფად ვიდრე მას დაუჯდა.