ოპოზიციამაც ივაჟკაცა და წაეხმარა - ივანიშვილი კორონავირუსზე

გამოქვეყნდა:

ეპიდვითარების გაუარესება ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციას გადააბრალა. "საზმაუსთან" ინტერვიუში ივანიშვილი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე საქართველო ევროპაში "ერთერთი საუკეთესო იყო", ვინც კორონავირუსს გაუმკლავდა, შემდეგ კი მოიხსნა შეზღუდვები და მისივე თქმით, ამას დაემატა ოპოზიციის შეკრებებიც:

ოპოზიციამაც იქ ივაჟკაცა, ძალიან წაეხმარა ამ პროცესების გართულებას, შეკრებები, რომელიც არ უნდა გაეკეთებინა გააკეთა და შედეგმაც არ დააყოვნა. ქართველები ასეთები ვართ, როგორებიც ვართ, მეც ტიპური ქართველი ვარ, პრინციპში. დაუდევრები ვართ, ძალიან გვიან ვგებულობთ და ვღებულობთ ინსტრუქციას და როდესაც გავუშვით, ბუნებრივად მოვიქეცით და ერთი პერიოდი ყველას გადავუსწარით" ამბობს ივანიშვილი

ივანიშვილი პასუხისმგებლობას საზოგადოებასაც აკისრებს და ჯანდაცვის უწყების და მისი მინისტრის მუშაობით კმაყოფილია: 

არც ერთ წარმატებულ სახელმწიფოზე ნაკლებად არ იმართებოდა პროცესები ყველაზე პიკურ ცუდ სიტუაციაში. პირველად პირდაპირი მნიშვნელობით მომართა ხელისუფლებამ და ლამის პირველები ვიყავით, მეორედ – როდესაც აბსოლუტურად მიშვებული იყო და საზოგადოებამაც ვაჩვენეთ ჩვენი დაუდევრობა, ისევ პაციენტების რაოდენობით ასი ათას სულ მოსახლეზე პირველ ადგილზე, არც ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნებზე ნაკლებად არ ყოფილა მენეჯმენტი და მიხედვა დაავადებული პაციენტების. აი, ეს არის ჯანდაცვისა და მისი მინისტრის ნაწილი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ  მოზიდული ფინანსები საზოგადოებასა და ბიზნესზე სწორად გადაანაწილა - აქაც შექებას იმსახურებენ - ამბობს ივანიშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი