იანვრის ბოლოს ვიმსჯელებთ გაიხსნას თუ არა ტრანსპორტი და ბიზნესის სხვა სფეროები - ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იანვრის ბოლოს იმსჯელებენ გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და კიდევ რომელ სფეროს შეეხება რეგულაციების შემსუბუქება. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ცნობილია ის რომ პირველი თებერვლიდან მოლები და სავაჭრო ქსელები გაიხსნება.

"პირველი თებერვლისთვის ჩვენ ვგეგმავთ, რომ გაიხსნება სავაჭრო ქსელები და მოლები, ამის შემდეგ უკვე გვექნება საუბარი ბიზნესის დანარჩენ წარმომადგენლებთან, სადაც გადავიტანთ იგივე ფორმატს, რომელიც იქნება წარმატებული სავაჭრო ქსელებში. უკვე კონკრეტულად გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და რომელი შემდგომი სფერო იქნება გახსნილი, ამაზე ჩვენ ვიმსჯელებთ და ვიზრუნებთ იანვრის ბოლოს, როდესაც გვექნება უფრო მეტი სიცხადე თუ რა რეგულაციებს დავაწესებთ კონკრეტულად თითოეულ ბიზნესში და რომელი რეგულაცია იქნება მეტად უფრო ეფექტური", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე განცხადებით, ეს შეეხება ბაზრებსაც, თუმცა ყველა სფერო არ გაიხსნება. ტიკარაძის თქმით, აკვირდებოდნენ თუ რამდენად ეფექტურები იყვნენ "საახალწლო გახსნის" პერიოდში და ბიზნესთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რომ სავაჭრო სელი მეტად დაცული გახდეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 618 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 403 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 26 პაციენტი გარდაიცვალა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი