კორონავირუსის დღევანდელი გავრცელების მაჩვენებლით სკოლები ვერ გაიხსნება - ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის დღევანდელი გავრცელების მაჩვენებლებით სკოლები ვერ გაიხსნება. ამ თემაზე მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

"რაც შეეხება სკოლებს და ბაღებს, ეს ნამდვილად გახლავთ ჩვენი პრიორიტეტი. [...] დღევანდელი გავრცელების მაჩვენებელი ჩვენ არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები, თუმცა როგორც კი ამის საშუალება იქნება, განათლების სამინისტროს მხრიდან იქნება ყველა ის საჭირო პირობა უზრუნველყოფილი, რომ ბავშვები უსაფრთხოდ მიიღონ სკოლებში", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

მინისტრის განცხადებით, პირველ რიგში ისინი ყურადღებას ამახვილებენ ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 618 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 403 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 26 პაციენტი გარდაიცვალა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი