არსად არ წასულა, გადავიდა ჩრდილში და იქედან გააკონტროლებს ხელისუფლების ყველა შტოს, მესამე ძალა კი მისი ხუშტურის მიხედვით ვერ ჩამოყალიბდება, - ასე პასუხობს ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის თითქოსდა პოლიტიკიდან წასვლისკენ გადადმულ ნაბიჯს და ფრაზას "ქარაქუცა პარტიები", რითაც მან "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში ოპოზიცია მოიხსენია.
"ბიძინა ივანიშვილს ეშინია, იმდენად, რამდენადაც მან ყველაზე უკეთ იცის, რა მოხდა 31 ოქტომბერს, იცის, რომ ამ "ქარაქუცად" მის მიერ წოდებულმა ოპოზიციამ დაამარცხა მის მიერ ჩამოყალიბებული პარტია, ამიტომ გაურბის პასუხისმგებლობას, მაგრამ ეს არ გამოუვა", - ამბობს ენმ-ის ერთერთი სახე ზაალ უდუმაშვილი.
"ვის ქარაქუცობაზე ლაპარაკობს, რას ამბობს საერთოდ, თვითონ თუ იცის? ", - კითხულობს გივი ჭიჭინაძე.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში, გუშინ, 12 იანვარს თქვა, რომ "ქარაქუცა პარტიები" ქართულ ოცნებას ვერ ჩაანაცვლებენ.