ჩემს თავს რესპუბლიკელად აღარ მივიჩნევ – კოლინ პაუელი

გამოქვეყნდა:

აშშ–ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, რესპუბლიკელი კოლინ პაუელი, CNN–თან ინტერვიუში ამბობს, რომ ის საკუთარ თავს რესპუბლიკელად აღარ მოიაზრებს.

კოლინ პაუელი, მისი გადაწყვეტილების მიზეზად, კაპიტოლიუმზე ტრამპის მხარდამჭერების თავდასხმას ასახელებს.

"მათ [ტრამპის მხარდამჭერებმა] ეს გააკეთეს [კაპიტოლიუმზე თავდასხმა] რის გამოც, მე თავს ვეღარ მოვიაზრებ რესპუბლიკელად. მე უბრალოდ მოქალაქე ვარ, რომელიც ადრე ხმას აძლევდა რესპუბლიკელებს, შემდეგ კი დემოკრატებს. ამჟამად მე ჩემს ქვეყანაზე ვარ ორიენტირებული და არა პარტიებზე" – ამბობს კოლინ პაუელი

კოლინ პაუელი აშშ–ის ისტორიაში პირველი ფერადკანიანი სახელმწიფო მდივანი იყო. მან დონალდ ტრამპი არაერთხელ გააკრიტიკა და 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებშიც ხმა ჯო ბაიდენს მისცა.

კოლინ პაუელი ერთ–ერთი წარჩინებული რესპუბლიკელი იყო, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წარდგენით სახელმწიფო მდივნად მსახურობდა და ასევე, განიხილებოდა პრეზიდენტობის კანდიდატადაც.

 ცნობისთვის, აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის 91 და სენატის 26 წევრი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვს.

დემოკრატიული პარტია ტრამპის იმპიჩმენტის პროცესს ხელმეორედ იწყებს.

აშშ-ის მოვლენები თანმიმდევრობით: 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი