მთავრობის მზადყოფნა, სამწუხაროდ, არ შეინიშნება - ექსპერტები კორონავირუსის მესამე ტალღაზე

გამოქვეყნდა:

მთავრობა კორონავირუსის სავარაუდო მესამე ტალღას თებერვლის მეორე ნახევრიდან ელოდება, ამ თემაზე საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. ექსპერტები ამბობენ, რომ ჯერ არ დაწყებულა აღჭურვილობების მომარაგება, სამედიცინო ტექნიკის შეძენა, პერსონალის გადამზადება თუ სხვა. 

"მზადყოფნა სამწუხაროდ არ შეინიშნება, იმიტომ, რომ მართალია ახლა შემცირებულია გამოვლენის მაჩვენებელი და ჩვენი სისტემა ამას მეტნაკლებად აუდის, მაგრამ როგორც კი გაიზრდება და სამწუხაროდ გაიზრდება ციფრები, რაგდან მუდმივად ლოქდაუნში ვერ ვიქნებით, იცვლება შტამებიც, გაზრდის შემთხვევაში მზადყონფა არ არის", - ამბობს ექსპერტი, სერგო ჩიხლაძე. 

მისივე თქმით, პრობლემაა ვაქცინაციის დაწყებაც, რადგან ქვეყანას ამის გეგმა დღემდე არ გააჩნია, მისივე განცხადებით, გაურკვეველია რომელი ვაქცინები შემოვა, როგორი იქნება ლოჯისტიკა და რამდენად მომზადებული იქნება რესურსები. 

"საჭიროა ალბათ სამედიცინო პერსონალის დამატებითი გადამზადებაც, რადგან მესამე ტალღა უფრო დიდი იქნება, მოლოდინები არის, რომ უფრო სწრაფად გავრცელდება, რადგან ვირუსმა განიცადა მუტაცია და მესამე ტალღისთვის გავრცელება 70%-ით უფრო სწრაფად მოხდება. მნიშვნელოვანია ქვეყანამ გადაწყვიტოს აცრების პრობლემა", - ამბობს ბიზნესმენი, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ირაკლი გიორგობიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ იმედი აქვს თუ ყველა დაიცავს წესებს მესამე ტალღა არ იქნება ძალიან დამანგრეველი. მისივე განცხადებით, ცდილობენ მესამე ტალღა ისევე აიცილონ თავიდან, როგორც "მოახერხეს" და პირველი ტალღა აიცილეს თავიდან.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 618 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 403 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 26 პაციენტი გარდაიცვალა

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი