ახალი შტამით ინფიცირებული სომხეთის პრეზიდენტი კლინიკაში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

კოროანვირუსის ახალი შტამით დაინფიცირებული სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი, რომელიც ამ დრომდე სახლში მკურნალობდა, კლინიკაში გადაიყვანეს. 

ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. მათი ცნობით, სარქისიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - აქვს მაღალი სიცხე და ორმხრივი პნევმონია. 

ცნობისთვის, მას კორონავირუსის ახალი ვარიანტი 5 იანვარს დაუდასტურდა. ინფიცირების წყარო ლონდონია, რადგან პრეზიდენტმა ახალი წელი ოჯახთან ერთად სწორედ დიდ ბრიტანეთში გაატარა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი