HRW ქართულ ნარკოპოლიტიკაზე: განუხილველი დარჩა რეფორმა, რომლითაც შეიცვლებოდა სადამსჯელო პრაქტიკა

გამოქვეყნდა:

Human Rights Watch 2020 წლის შემაჯამებელ ანგარიშში საქართველოს ნარკოპოლიტიკაზე წერს, ხელისუფლების კანონმდებლობა ამ მხრივ ისევ მკაცია.

"ხელისუფლებამ მკაცრი ანტინარკოტიკული კანონმდებლობა შეინარჩუნა, რომლითაც ადამიანებს ნარკოტიკული ნივთიერების (მარიხუანის გარდა) მოხმარების ან პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის სჯიან"

ამასთან, ვკითხულობთ, რომ საქართველოში განუხილველი რჩება სადამსჯელო პრაქტიკის ცვლილება. 

"ივნისში საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ადამიანის პატიმრობა ნარკოტიკული საშუალების ისეთი მცირე ოდენობით ფლობისთვის, რომელიც ინტოქსიკაციას არ იწვევს. თუმცა, საკანონმდებლო რეფორმა, რომლითაც ნარკოტიკის მოხმარებისადმი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ორიენტირებული მიდგომები დაინერგებოდა და ძირეულად შეიცვლებოდა არსებული სადამსჯელო პრაქტიკა, კვლავ განუხილველი დარჩა" 

იხილეთ სხვა დასკვნები ამავე ანგარიშიდან: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი