სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება - Human Rights Watch-ის ანგარიშში საქართველოზე საუბარია სამართალდამცველების დაუსჯელობაზე და ამ კონტექსტში 2019 წლის 20 ივნისის, გავრილოვის ღამის მოვლენებია მაგალითად მოყვანილი.

გავლენიანი ორგანიზაცია წერს, რომ გამოძიება 20 ივნისის საქმეზე მიკერძოებულად მიმდინარეობდა.

სამართალდამცავთა დაუსჯელობის პრობლემა განსაკუთრებით მწვავე იმ შემთხვევებთან მიმართებით რჩებოდა, რომლებიც „სახელმწიფო ინსპექციის სამსახურის“ ამოქმედებამდე იყო ჩადენილი. 2019 წლის ივნისის მოვლენების გამოძიება, როდესაც პოლიციის სპეცრაზმებმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ, უმეტესად მიკერძოებულად მიმდინარეობდა. სახალხო დამცველის შეფასებით, რომელიც საქმის წარმოებას აკვირდებოდა, გამოძიება „ორიენტირებულია მხოლოდ რიგითი პოლიციელების დანაშაულებრივი ქმედებების აღმოჩენასა და მათი ცალკეული როლის შეფასებაზე და არ არის მიმართული ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის დადგენაზე." - ნათქვამია ანგარიშში

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი