ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, რომელსაც "აქვს უთვალავი ფერითა" - კალაძე ბუკნარის მოვლენებზე

გამოქვეყნდა:

გურიაში, სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს თბილისის მერი ეხმაურება. კახა კალაძე წერს, რომ საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა და სხვადასხვა რელიგიისა და ეთნოსის წარმომადგენლების მშვიდობიანი თანაცხოვრება არასდროს დადგება ეჭვქვეშ.

ჩვენ  იმ  ქვეყნის  შვილები  ვართ,  რომელსაც  „აქვს უთვალავი ფერითა“  და  ეს მრავალფეროვნება,  საქართველოს  მოქალაქეების  რელიგიური  თუ  ეთნიკური განსხვავებულობა  არის  სწორედ  ჩვენი  ქვეყნის  უდიდესი  სიმდიდრე  და  სიამაყე. 
საუკუნეების  მანძილზე  ერთად  ვცხოვრობთ   და  ერთად  ვქმნით  ჩვენი  ქვეყნის  მომავალს სხვადასხვა  რელიგიისა  და  ეთნოსის  წარმომადგენლები  და  ეს  მშვიდობიანი თანაცხოვრება  არასდროს  დადგება  ეჭვქვეშ. 
არ   უნდა  დავუშვათ  ამ დიდი  ტრადიციის. მატარებელმა  ერმა  სხვისი  რელიგიური გრძნობების   შეურაცხყოფა.  ეს  იქნება  არა  მხოლოდ  კანონისა  და  კონსტიტუციის უგულებელყოფა,  ასევე  საკუთარი  წინაპრების  შეურაცხყოფა  და  ქვეყნის  მომავალზე უარის  თქმა. 
მჯერა  ჩემი  ხალხის  გონიერების,  რომელი  აღმსარებლობისაც  უნდა  იყოს,  ჩვენ ტოლერანტობა  სისხლში  გვაქვს  და  ამას  ვერავინ  და  ვერაფერი  შეცვლის - წერს კალაძე

შეგახსენებთ,  ბუკნარში სოფლის ორ ნაწილად გაყოფილი მოსახლეობა ერთმანეთს ისევ დაუპირისპირდა. ისლამის მიმდევრებსა და ადგილობრივ ქრისტიანებს შორის კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე გრძელდება.

დღის ბოლოს დაპირისპირება განიმუხტა და შეთანხმება შედგა

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი