
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააუქმა ვიზიტები ევროპაში, ბოლო წუთს მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა და ოფიციალურმა პირმა საჯაროდ გააკრიტიკა დონალდ ტრამპის როლი გასულ კვირას კაპიტოლიუმში შეჭრაში. ამის შესახებ გამოცემა Guardian წერს.
მოგზაურობის გაუქმების ოფიციალური მიზეზად, თავდაპირველად ჯო ბაიდენის ადმინისტრაციიდან გარდამავალ ჯგუფთან კოორდინაციის აუცილებლობა დასახლედა.
მოგზაურობა ლუქსემბურგში შეჩერდა ორშაბათს, მას შემდეგ რაც საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ასელბორნმა ტრამპს "კრიმინალი" უწოდა თავდასხმისთვის. ასელბორნმა რადიო RTL– თან ტრამპი აღწერა, როგორც ”პოლიტიკური პირომანქია, რომელიც უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე”.
Reuters-ისა და Fox News-ის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით მედია წერს, რომ შეხვედრა სწორედ ლუქსემბურგის ინიციატივით ჩაიშალა.
პომპეო, ასევე, უნდა შეხვედროდა ბელგიის ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს სოფი უილმესს, რომელმაც Twitter-ზე ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის დროს განაცხადა: ”ეს სურათები შოკისმომგვრელია, რადგან ისინი ჩვენს დემოკრატიულ იდეალებს აზიანებენ”.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, რომელიც პომპეოსთან ვახშამს აპირებდა, კაპიტოლიუმში მომხდარს "შოკიმომგვრელი" უწოდა და თქვა, რომ "დემოკრატიული არჩევენების შედეგებისთვის პატივი უნდა ეცათ". მან დაადასტურა, რომ შეხვედრა გაუქმდა, მიეზად კი გარდამავალი ეტაპი დაასახელა.
Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერებმა პომპეოსთან ბოლო ვიზიტზე უარი განაცხადეს, მაგრამ ევროკავშირის სპიკერმა უარყო, რომ ოფიციალურ პირებთან შეხვედრის რაიმე გეგმა ან თხოვნა არ ყოფილა.
სახელმწიფო დეპარტამენტს ევროპელი ლიდერების შეხვედრების ჩაშლაზე კომენატარი არ გაუკეთებია.