ამერიკაში, დონლად ტრამპი გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იპიჩმენტი მეორედ გამოუცხადეს. წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილება ახლა განსახილველად სენატს უნდა გადაეცეს. ტრამპი ისტორიაში შევა არა მხოლოდ იმით, რომ მის წინააღმდეგ ორჯერ წარიმათა იპიჩმენტის პროცედურა, არამედ იმითაც, რომ მას რამდენიმე დღეც არ აპატიეს - ტრამპი ოფიციალურად 20 იანვარს პრეზიდენტი აღარ იქნებოდა.
232 იპიჩმენტის მომხრედან 10 იყო რესპუბლიკელების ხმები, მათ შორის, ადამ კინზინგერიც. დღეს ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, რომ ტრამპის პოლიტიკა ყველაზე დიდ გავლენას იქონიებს ზესახელმწიფოზე, რადგან ამან ყველაზე დიდი დაპირისპირება გმოიწვია ამერიკულ საზოგადოებაში.
"პრეზიდენტ ტრამპის მეორეჯერ იპიჩმენტის გამოცხადება მიანიშნებს ძალიან მნიშვნელოვან როლს, რომელიც აქვს საკანონმდებლო ორგანოს დემოკრატიაში, განსაკუთრებით არამმართველი გუნდის მხრიდან. აჩვენებს, რომ ეს არის კონტროლი დემოკრატიულ სახელმწიფოებში", - თქვა სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ექპსერტმა, ვანო მაჭავარიანმა.
ექსპერტ გია ჯაფარიძის შეფასებით, პრობლემა ამერიკისთვის არ არის მხოლოდ ტრამპიზმი, როდესაც პოლიტიკაში რადიკალიზაცია ხდება და საზოგადოების დიდი ნაწილი ორადაა გაყოფილი ეს ნიშნავს, რომ ის თავის პრობლემებში იქნება ჩაკეტილი.
"ეს ჰპოვებს ასახვას ბუნებრივია ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე და ასუსტებს მას", - თქვა გია ჯაფარიძემ.
სენატის სხდომა 19 იანვარსაა დაგეგმილი, უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს პროცესის ფორსირება მოახდინოს. 20 იანვარს კი ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდება ამერიკის 46-ე პრეზიდენტი. ცერემონიალი კაპიტოლიუმის შენობის წინ გაიმართება.