ბადრი ესებუას საქმე ორად გაიყო - ბიძინა ესებუას წინააღმდეგ ცალკე წარმოება დაიწყო

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას სისხლის სამართლის საქმე ორად გაიყო - ცალკე წარმოება დაიწყო, ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუას წინაარმდეგ. ადვოკატი, იოსებ ჯანაშია, აცხადებს, რომ სასამართლო პროცესზე აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვაც მოხდა,თუმცა მოსამართლე ნატრული აკობიამ ორივე ძმის პატიმრობის გადაწყვეტილება, ძალაში დატოვა.

უფლებდამცველი ვარაუდობს, რომ  შესაძლოა უახლოეს მომავალში გამოძიებამ დაკავებების სერია განაახლოს და ამით ზეწოლა მოახდინოს ბრალდებულ ბადრი ესებუაზე, რომელიც უკვე 3 თვეა, მიმალვაშია.

"გადაისინჯა ბიძინა ესებუას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა, დაცვის მხარემ იშუამდგომლა გამოყენებული ყოფილიყო გირაო 10 000 ლარის ოდენობით, თუმცა სასამართლომ ეს არ გაიზიარა და უცვლელად დატოვა გამოყენებული პატიმრობა. ბადრი ესებუას საქმესთან დაკავშირებით, ბრალდების მხარემ იშუამდგომლა წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელებაზე, რაც, ასევე დაკმაყოფილდა და ბადრი ესებუას აღმკვეთიც დარჩა უცვლელი", - ამბობს ადვოკატი იოსებ ჯანაშია.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბადრი ესებუას 3 თვეა ეძებსთავდასხმა ბანკის ფილიალზე 21 ოქტმობერს მოხდა. შეარაღებული ესებუა ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა, წამოაყენა საკუთარი მოთხოვნები და რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა.

12 დეკემბერს პოლიციამ ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების უკანონო ტარებისთვის დააკავეს. შსს-ს მტკიცებას, რომ ის ძმას, უნდა შეხვედროდა, რასაც ოჯახი უარყოფს. ბიძინა ესებუას სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი