ტრამპის დაბლოკვა არის სწორი, მაგრამ საშიში - Twitter-ის ხელმძღვანელი

გამოქვეყნდა:

სოციალურ ქსელ Twitter-ის ხელმძღვანელმა ჯეკ დორსიმ განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაბლოკა სწორი საქციელი იყო. ამასთან, მან გამოხატა მწუხარება მისი სამუდამო ბალოკვის გამო.

მისი შეფასებით, დაბლოკვა ნაწილობრივ იყო Twitter-ის მარცხი, რომელმაც არ გააკეთა საკმარისი იმისათვის, რომ "ჯანმრთელი საუბარისთვის" ხელი შეეწყო მის პლატფორმებზე. სოციალურმა ქსელმა მიიღო კრიტიკაც და შექებაც ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მაგალითად, გერმანიის კანცლერმა და მექსიკის პრეზიდენტმა ის გააკრიტიკეს. 

ჯეკ დორსიმ თქვა, რომ სიამაყეს არ გრძნობს ამ გადაწყვეტილების გამო, რომელიც კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობის შემდეგ მიიღეს. 

ის ასევე გამოეხმაურა კრიტიკას და თქვა, რომ ბიზნეს კომპანია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას არაა იგივე, რაც მთავრობა, მაგრამ შეიძლება განიცდიდეს იგივეს.

შეგახსენებთ, რომ ტრამპი Twitter-ზე სამუდამოდ დაბლოკილია, მისი არხი რამდენიმე დღის წინ ერთი კვირით ან კიდევ უფრო მეტით დაბლოკა YouTube-მა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი