რომის პაპები ფრანცისკე და ბენედიქტი ვატიკანში კორონავირუსის ვაქცინით აიცრნენ

გამოქვეყნდა:

რომის ამჟამინდელი პაპი ფრანცისკე და ყოფილი პაპი ბენედიქტი ვატიკანში კორონავირუსის ვაქცინით აიცრნენ.

84 წლის ფრანცისკე და 93 წლის ბენედიქტი, ვატიკანის ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში, როგორც მოწყვლადი ჯგუფის წევრები, აიცრნენ.

მოქმედი პაპი ფრანცისკე რისკ ჯგუფს მიეკუთვნება, რადგან მას ახალგაზრდობაში, ავადმყოფობის გამო, ცალი ფილტვი ამოაჭრეს.

პაპმა ფრანცისკემ, იტალიის ერთერთი ტელევიზიის მეშვეობით, ყველას მოუწოდა ვაქცინა გაიკეთონ.

"ეს ეთიკური არჩევანია, რადგან თქვენ ეთამაშებით არა მარტო საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, არამედ სხვა ადამიანების სიცოცხლესაც" – თქვა პაპმა ფრანცისკემ

ვატიკანში, ამ დროისთვის, კორონავირუსის 30–ზე ნაკლები შემთხვევა ფიქსირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი