დიდწილად ოპოზიციის ბრალია გიორგი რურუას პატიმრობაში ამ დრომდე დარჩენა - ელისაშვილი

გამოქვეყნდა:

ალეკო ელისაშვილი ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ამბობს, რომ ერთადერთი, რაც 8 მარტის შეთანხმებაში არ შესრულდა, პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებაა, რაშიც პოლიტიკოსი ელისაშვილი, ოპოზიციის ბრალს ხედავს. 

"ერთადერთი გიორგი რურუა დატოვეს და იქაც, არ მინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ოპოზიციასაც ჰქონდა რაღაცები მიქარული, სიმართლე გითხრათ და თავის თავში ჩაიხედონ. ამაზე ვერ ვილაპარაკებ, ეს ძალიან დელიკატური საკითხია, მაგრამ იქ, დახურულ შეხვედრაზე "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციას რაღაცები რომ უთხრა და რაღაცეები გაახსენა და ყველამ თავი დახარა და კრინტი ვერ დაძრეს", - ამბობს ელისაშვილი.

ამ კომენტარის შემდეგ ჟურნალისტის კითხვაზე - ანუ არა ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის ბრალია, რომ გიორგი რურუა დღემდე პატიმრობაშია, ელისაშვილი პასუხობს - "დიდწილად, დიდწილად არის ოპოზიციის ბრალი". 

"8 მარტის შეთანხმება შესრულდა, „120-30" მივიღეთ პოლიტიკურ ნაწილში, პოლიტპატიმრების ნაწილი გამოვიდა. იქ რაღაცები რომ თქვეს „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა და ჩემთვის მოულოდნელი იყო, არ ვიცი, 8 მარტის შეთანხმებაში არ ვმონაწილეობდი,  ვიღაც-ვიღაცებმა თავი დახარეს და კრინტი ვერ დაძრეს, იმიტომ, რომ რაღაც-რაღაცები გააფუჭა ოპოზიციამ. ვინც იცის ის გამოვიდეს და თუნდაც გიორგი რურუას ოჯახში წავიდეს და ახსნა-განმარტებები ჩააბაროს, რა და როგორ გააკეთა" - თქვა ალეკო ელისაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ "ქართული ოცნება" არ ამბობს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება განიხილებოდა 8 მარტის მოლაპარაკებების დროს. 

აქვე შეგახსენებთ, გიორგი რურუა ცრუ ბრალდებით 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. 

ცნობისთვის, პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონი დაამტკიცა, თუმცა, მასში მაგალითად გიორგი რურუა ვერ მოხვდება. სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები, რომლებსაც ამნისტია შეეხება - ნახეთ აქ.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი