ვაქცინაციასთან ბევრი აბსურდული ჭორები და აზრები ისმის, ვერც ვხვდები საიდან - გახარია

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტის, გიორგი გაარიას განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორები და აზრები ესმის. მისი თქმით, ვერ ხვდება საიდან მოდის ეს ინფორმაცია. ამ თემას პრემიერი მთავრობის სხდომაზე საუბრისას შეეხო.

"ვაქცინაციასთან ბევრი აბსურდული ჭორები და აზრები ისმის, უბრალოდ ვერც ვხვდები საიდან ეს ინფორმაცია, თუმცა, ვაქცინაციასთან მიმართებაში დღეს უნდა გვესმოდეს, რომ არის შექმნილი სპეციაულირ კომისია ვაქცინაციის, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯანდაცვის სამინისტრო და ეს კომისია ისახვას მიზნად რამოდენიმე ამოცანას, პირველი, მოაგავროს ყველა ის საკითხი რაც დაკავშირებულია ლოჯისტიკასთან, ასევე, მოამზადოს ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მზად დაიწყოს ვაქცინაცია მოსახლეობის, მეორე, ეს არის წინასწარ განვსაზღვროთ ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც პირველ რიგში უნდა იაცრან და მესამე, რაც შეიზლება სწრაფად ვუზრუნველყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა", - თქვა გიორგი გახარიამ. 

მისი თქმით, პირველი ორი მიზანი სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს და ამას ჯანდაცვის სამინისტრო ორშაბათს წარმოადგენს. გახარიას განცხადებით, არანაირი საფუძველი კითხვის ნიშნების ამ თემასთან დაკავშირებით არ არსებობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი