ინდოეთში დაიწყო მსოფლიოში უდიდესი Covid-19 ვაქცინაციის პროგრამა, რომლის მიზანია 1.3 მილიარდზე მეტი ადამიანის დაცვა დაავადებისგან.
მილიონიანი დოზა ორი დამტკიცებული ვაქცინისა - Covishield და Covaxin გაიგზავნა ქვეყნის მასშტაბით. პრემიერმინისტრის განცხადებით, პირველი ჯანდაცვის სფეროს მუშაკები აიცრებიან. ინდოეთი მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით მეორე ადგილზეა ამერიკის შემდეგ.
"ჩვენ ვიწყებთ მსოფლიოში უდიდეს ვაქცინაციას და ის აჩვენებს მსოფლიოს ჩვენ შესაძლებლობებს”, - თქვა პრემიერმინისტრმა შაბათ დილით, მოსახლეობის მიმართვის დროს.
მისი განცხადებით, ინდოეთი კარგად იყო მზად ვაქცინაციისთვის ადგილობივი აპლიკაციის დახმარებით, რომელიც ხელს შეუწყობს მთავრობას თვალყური ადევნოს და უზრუნველყოს, რომ არავინ დარჩეს ვაქცინის გარეშე.
დაახლოებით 10 მილიონი ჯანდაცვის თანამშრომელი აიცრება პირველ ეტაპზე, რასაც მოჰყვება პოლიციელები, ჯარისკაცები, მუნიციპალიტეტისა და ფრონტის ხაზის სხვა მუშაკები. შემდეგი რიგში იქნება 50 წელზე მეტი ასაკის ხალხი და 50 წლამდე ასაკის ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს.
მთავრობა აგვისტოს დასაწყისში 300 მილიონი ადამიანის ვაქცინაციას გეგმავს. ეს მოხდება სახელმწიფო სამედიცინო ჯანდაცვის ცენტრებში, სკოლებში, კოლეჯებში, სათემო დარბაზებში, მუნიციპალიტეტებში და საქორწილო დარბაზებში.
შეშფოთებას იწვევს Covaxin-ის ვაქცნია, რომელიც მანამდე დაამტკიცა ეროვნულმა მარეგულირებელმა, სანამ კვლევის სამივე ეტაპის შედეგები გახდებოდა ცნობილი. თუმცა მწარმოებელი ამბობს, რომ ის უსაფრთხოა. ინდოეთში შეტანილ ორივე ვაქცინას მოქალაქეებს ორ ინექციად გაუკეთებენ 28 დღის ინტერვალით.