"ექსპო ჯორჯიას" ტერიოტრიაზე, სადაც დაახლოებით 1 საათში "ქართული ოცნების" პარტიული ყრილობა უნდა დაიწყოს სიტუაცია პერიოდულად იძაბება. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები, რომლებიც გზის გადაკეტვას ცდილობენ, მათ ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს. სამართალდამცავები ტერიტორიას ცოცხალი ჯაჭვით იცავენს.
"არ შეგარჩენთ გაყალბებულ არჩევნებს" - ამ წარწერით ბანერის შეტანას მოჰყვა ბოლო დაპირისპირება. სამართალდამცავები ცდილობენ ფიზიკური ძალის გამოყენებით ახალგაზრდები "ექსპო ჯორჯიას" შესასვლელის ტერიოტრიიდან გაიყვანოს.
ადგილზე პოლიციამ სავარაუდოდ 10-მდე სამოქალაქო აქტივის დააკავა, მათ შორისაა გიორგი მუმლაძე და ნიკა ნარსია.
ადგილზე დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.
ავტორი: დეა მამისეიშვილი.