"ქართული ოცნების" რიგით მეექვსე ყრილობა დასრულდა, პარტიამ თავმჯდომარედ წარდგენილი კანდიდატი, ირაკლი კობახიძე ერთხმად აირჩია, გენერალუდი მდივანი კი ისევ დედაქალაქის მერი, კახი კალაძე იქნება.
"ოცნების" წევრებს, რა თქმა უნდა, არ დავიწყებიათ მადლობა წინა თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ.
"რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის წასვლა პარტიიდან, არის ჩვენთვის, ყველასთვის გამოწვევა, ვინაიდან ბატონი ვიძინა, როგორც პარტიის დამფუძნებელი და მთავარი სულის ჩამდგმელია ყველა იმ გამარჯვების, რომელიც ჩვენმა პარტიამ ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა, მისი წასვლა პარტიიდან, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის გამოწვევა. ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ ვართ ერთიანი, ძლიერი გუნდი. სწორედ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ყველა პრობლემას და გამოწვევას სათანადოდ ვუპასუხოთ", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყოფილ თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადეს ტრიბუნიდანაც და მის გარეთაც, უკვე ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარებში. თავად ივანიშვილი კი დღევანდელ ყრილობას არ დასწრებია.
"მე მსრუს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ყველა იმ ძალისხმევისთვის რომელიც მან პარტიის მშენებლობის, იმ საერთო წარმატებების საქმეში ჩადო, რაც ამ წლების განმავლობაში ჩვენმა გუნმდა და საზოგადოებამ ერთად გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს იყო გამორჩეული წლები, საინტერესო პოლიტკრური პერიოდი და ახალა, როდესაც გამარჯვების შემდეგ მან მიიღო ასეთი გადაწყვეტიელბა, რომ გავიდეს პოლიტიკიდან, რა თქმა უნდა, პარტიაში მთელი პასუხისმგებლობა, მართვის სადაავები გადმოდის გუნდზე", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, ყველა წევრი პოლიტსაბჭოში კონსესუსის საფუძველზე დასახელდა და ამ შემადგენლობაზე პოლიტიკიდან წასვლამდე კონსულტაცია ბიძინა ივანიშვილთანაც გაიარეს.
"ძალიან პროფესიონალური ახალი სახეები, ასევე, გამოცდილი სახები, წარმატებისთვის გამიზნული გუნდი. ყველაფერი კარგად იქნება, [კობახიძე] არაჩვეულებრივი არჩევანია, ნამდვილი ლიდერი", - თქვა ნათია თურნავამ.
პოლიტსაბჭოს წევრებმა დღეს უარყვეს, რომ გუნდში რიამე ტიპის დაპირისპირება იყო თანამდებობების გადანაწილებასთან დაკავშირებით.
კიდევ ერთი თანამდებობის პირი, რომელიც დღეს აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძეა, რომელიც პარტიის თავმჯდომარის მოადგილე იქნება.
ამავე თემაზე: