
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო წარმატებისთვის გამიზნული გუნიდა. ეს კომენტარი მან მედიასთან ყრილობის დასრულების შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგაც "ყველაფერი კარგად იქნება".
"ძალიან პროფესიონალური ახალი სახეები, ასევე, გამოცდილი სახები, წარმატებისთვის გამიზნული გუნდი. ყველაფერი კარგად იქნება, [კობახიძე] არაჩვეულებრივი არჩევანია, ნამდვილი ლიდერი", - თქვა ნათია თურნავამ.
"ქართული ოცნების" რიგით მეექვსე ყრილობა დასრულდა, პარტიამ თავმჯდომარედ წარდგენილი კანდიდატი, ირაკლი კობახიძე ერთხმად აირჩია, გენერალუდი მდივანი კი ისევ დედაქალაქის მერი, კახი კალაძე იქნება. კიდევ ერთი თანამდებობის პირი, რომელიც დღეს აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძეა, რომელიც პარტიის თავმჯდომარის მოადგილე იქნება.
პარტიის წევრებმა დღეს მედიასთან უარყვეს, რომ თანამდებობების გადანაწილებაზე რაიმე შიდა დაპირისპირება არსებობდა. შეგახსენებთ, რომ "ოცნების" პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა გაიზარდა და 15 წევრის ნაცვლად 20 წევრი დამტკიცდა.
ამავე თემაზე: