
"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მთავარი კონსულტანტის, ლაშა ნაცვლიშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა 8-წლიანი ქველმოქმედების აქტი იყო. ეს კომენტარი მან მედიასთან პარტიის ყრილობის დაწყებამდე გააკეთა.
"ბიძინა ივანიშვილის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირება არის უნიკალური მოვლენა, არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ, ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა იყო ქველმოქმედების რვაწლიანი აქტი, რომლის შედეგი, კიდევ უფრო გამოჩნდება დროთა განმავლობაში და ისოტირა იტყვის თავსი სიტყვას", - თქვა ლაშა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ რომ ირაკლი კობახიძე გუნდის კაშკაშა ვარსკვლავია, ხოლო თავად პარტია "ლიდერთა თანავარსკვლავედი". მისი აზრით, გუნდი დაკომპლექტებულია მოტივირებული, კვალიფიციური, შეკრული, პატრიოტი ლიდერებისგან.
შეგახსენებთ, რომ "ოცნების" პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა გაიზარდა და 15 წევრის ნაცვლად 20 წევრი დამტკიცდა.
ამავე თემაზე: