კრემლის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, დღეს რუსეთში ბრუდება - მოწამვლის შემდეგ პირველად. ეს მაშინ, როცა სამთავრობო პირები დაუფარავად გამოხატავენ მისი ციხეში ჩასმის სურვილს. ამის შესახებ Reuters წერს.
ნავალნი სამშობლოში ჩაფრენას გერმანიიდან გეგმავს; როგორც ამბობს, მოენატრა მოსკოვი და არ აინტერესებს მის წინააღმდეგ შეკერილი საქმეები.
ოპოზიციონერს სექტემბერში ჩასატარებელ არჩევნებში გამარჯვების იმედიც აქვს.
შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, აგვისტოში "ნოვიჩოკის" ნერვული აგენტით მოწამლეს.
დასავლეთის უსაფრთხოების სამსახურები ნავალნის მოწამვლაში კრემლს ადანაშაულებდნენ, კრემლი თავისთავად ფაქტს უარყოფს. ვლადიმერ პუტინი ამბობს - რუსეთის სპეცსამსახურებს ნავალნის მოკვლა რომ მოენდომებინათ, ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ.
ნავალნიმ საქმე გამოიძია – დაურეკა თავის მკვლელს, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მისი მოწამვლა დაადასტურა.