„მე დავურეკე ჩემს მკვლელს. მან აღიარა“ - რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსი ნავალნიმ Youtube-ის არხზე ამ სათაურით ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეო ბლოგში, რუსი ოპოზიციონერი განმარტავს, რომ სატელეფონო საუბარმა მასსა და სავარაუდო დამნაშავეს შორის 45 წუთს გასტანა, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ზარის ავტორი ანუ  ნავალნი - ადრესატს, უსაფრთხოების საბჭოს თანამშრომელი ეგონა. 

სატელეფონო საუბარში  სადაც ოპოზიციონერი ლიდერი „ეფესბეს“ სპეციალური ჯგუფის ერთერთ წევრს, კონსტანტინ კუდრიავცევს სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით დაუკავშირდა და თავი უსაფრთხოების საბჭოს თანამშრომლად გააცნო, უთხრა რა რომ, მას ანგარიშის წარდგენა ჰქონდა დავალებული ზედა ეშელენოსითვის  - კუდრიავცევმა ბევრი ის დეტალი დაადასტურა, რაც ნავალნის მოწამვლას რუსეთის ხელისუფლების მხირდან ადასტურებს: "მათ უნდოდათ, რომ ყველაფერი თვითმფრინავში მომხდარიყო, ხომ ხვდებით...":

ნავალნი - რატომ დამთავრდა სპეცოპერაცია ასე, წარუმატებლად?

კუდრიავცევი - თვითმფრინავი მალე დასვეს, გამოიძახეს სასწრაფო, გაუწიეს სწრაფად პირველადი დახმარება, გადაიყვანეს საავადმყოფოში, ასე რომ არ მომხდარიყო, სხვა შედეგი დადგებოდა. 

ნავალნი - არსებობს თუ არა ალბათობა, რომ სპეცოპერაციაში მონაწილე რომელიმე პირი ნავალნის თავად დაენახა სახეზე და მათი ამოცნობა შეძლოს ?

კუდრიავცევი - ამის ალბათობა მინიმალურია.

კითხვა დაისვა ასევე ტანსაცმელზეც, რომელიც, როგორც სატელეფონო საუბრიდან ირკვევა, 25 აგვისტოს სპეცსამსახურის თანამშრომლებმა დაამუშავეს, რათა მომწამვლელი ნივტიერების კვალი წაეშალათ, ამის მიზეზი კი ისაა, რომ მომწამლავი ნივთიერება - ნოვიჩოკი ნავალნის საცვლებზე და პიკაჯზე დაიტანეს, როდესაც თავად ნავალი ქალაქ ტომსკში რჩებოდა. საწამლავის ძირითადი კონცენტრაცია კი საცვლებზე იყო.

ნავალნი - ანუ ტანსაცმელი ისეა დამუშავებული, რომ არავითარ სიურპრიზსს არ უნდა ველოდოთ, არ იქნება კვალი?

კუდრიავცევი - ამისთვის ჩავედით იქ რამდენჯერმე.

კუდრიავცევს ნავალნი მის დახასიათებასაც სთხოვს, რაზეც ის პასუხობს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს დაფრინავდა, ხსირად იცვლიდა სასტუმროს ნომრებს და ძალიან ფრთხილი ადამიანია.

"აკურატული, ფრთხილი კაცია, ზედმეტს არაფერს სჩადის"-ამბობს კუდრიავცევი.

 კუდრიავცევი ასევე დაინტერესდა ვის დაურეკავდნენ შემდეგს, რაზეც ნავალნი ეუბნება, რომ ოპერაციის ყველა მონაწილეს დაურეკავს, მაგრამ თავი შეიკავოს ვინმეს წინასწარ გაფრთხილებისგან. 

კუდრიავცევი - მე პირველს დამირეკეთ, არავის არაფერი უთქვამს ამაზე, დაწვრილებით მკითხეთ ამ ოპერაციაზე... ცოტა არ იყოს, შოკირებული ვარ, ხვდებით ალბათ, რატომაც...

ნავალნი - წარმოიდგინეთ, მე როგორი შოკირებული ვარ, დილის 5-ზე დამირეკეს, მითხრეს ეს საქმე გამეკეთებინა... სხვებსაც დავურეკავ, ნუ გააფრთხილებთ, მათგანაც გულწრფელი პასუხები მჭირდება.

კუდრიავცევი - არავის ვეტყვი დეტალებს, მაგრამ დავუკავშირდები ახლა მაკშაკოვს. .... დარწმუნებული ხართ, რომ არ იქნება პრობლემა ასე ღია სატალეფონო ხაზით, რომ ვილაპარაკეთ დეტალებზე?

ნავალნი - ექსტრემალური სიტუაციაა, საიდუმლოებებზე არ გვისაუბრია...

აუდიოჩანაწერში კუდრიავცევი ასევე ადასტურებს, რომ თავადაც იღებდა მონაწილეობას ნავალნის მოწამლვაში, ხოლო 2017 წლიდან, უთვალთვალებდა ოპოზიციონერ ლიდერს. 

ნავალნის მოწამლვაზე ვლადიმერ პუტინი ამბობდა - რუსეთის სპეცსამსახურებს ნავალნის მოკვლა რომ მოენდომებინათ, ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს მოწამლეს.

შეგახსნებთ, 2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკის" ნერვული აგენტითაა მოწამლული. 

ნოვიჩოკის ნერვული აგენტით მოწამლვა პირველი შემთხვევა არაა. 2018 წლის მარტში, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი შვილის იულია სკრიპალის სოლსბერიში მოსაწამლად სწორედ ნოვიჩოკი გამოიყენეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი