რუსეთის სპეცსამსახურებს ნავალნის მოკვლა რომ მოენდომებინათ, ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ - ვლადიმერ პუტინი

გამოქვეყნდა:

"რუსეთის სპეცსამსახურებს ალექსი ნავალნის მოკვლა რომ მოენდომებინათ, ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ", - ამ განცხადებით რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, Belligcat-ისა და CNN-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის (FSB) ელიტური გუნდი ალექსეი ნავალნის წლების განმავლობაში უთვათვალებდა.

”მისმინეთ, ჩვენ კარგად ვიცით რა არის ეს... ეს არის ლეგალიზაცია, არა გარკვეული გამოძიება, არამედ ამერიკის სპეცსამსახურების მასალების ლეგალიზაცია. ის ბერლინის კლინიკაში აშშ-ს სპეცსამსახურების მხარდაჭერით სარგებლობს და თუ ეს მართალია, ცხადია, ჩვენი სპეცსამსახურები ადევნებენ მას თვალს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს მისი მოწამვლა უნდა. ვის სჭირდება ის?”, - თქვა ვლადიმერ პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში 20 აგვისტოს მოათავსეს. ოჯახის ინფორმაციით, ის ცუდად ჩაის დალევის შემდეგ გახდა, რასაც მოწამვლას უკავშირებენ.

21 აგვისტოს ევროკომისიამ განცხადება გაავრცელა და მოსკოვს ნავალნის გერმანიაში გაშვებისკენ მოუწოდა. კომისიამ აღნიშნა, რომ საქმეზე გამჭირვალე და ობიექტურ გამოძიებას ელიან - ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში 22 აგვისტოს გადაიყვანეს.

2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკის" ნერვული აგენტითაა მოწამლული. 

საერთაშორისო საზოგადოებამ ობიექტური გამოძიება და მომხდარში რუსეთის როლის დადგენა მოითხოვა, რასაც, თავის მრივ, კრემლი მთლიანად უარყოფს. თუმცა ევროკავშირმა რუს მაღალჩინოსნებს სანქციებიც დაუწესა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი