ბაკურიანი 2 000-ლარიანი ჯარიმების მოლოდინში - ბორჯომის მერიის ულტიმატუმის ვადა დღეს იწურება

გამოქვეყნდა:

ზამთრის კურორტზე კერძო ბინებისა და კოტეჯების მფლობელების დაჯარიმება იგეგმება. ბორჯომის მერია დაწესებული კოვიდრეგულაციების მკაცრ მონიტორინგს იწყებს. 

"მთავარის" ინფორმაციით, გუშინ ბაკურიანში ფინანსური სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცველები მივიდნენ, რომლებმაც ადგილობრივებს კონკრეტული ტერიტორიების დაცლისკენ მოუწოდეს და ვადა დღევანდელი დღის ჩათვლით მისცეს.

შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჯარიმა 2 000 ლარია.

"აქ არის მერის წარმომადგენელი ვინმე გობრონიძე, რომელმაც დაიწყო ადგილობრივი დეველოპერების გაფრთხილება, რომ თუ არ მოხდებოდა ბინების დაცლა, დააჯარიმებდნენ. უნდა ითქვას, რომ ეს არალეგალურია და დაჯარიმების საფუძველი არ არსებობს. რადგანაც კოვიდშეზღუდვები მხოლოდ სასტუმროებზე ვრცელდება, აპარტამენტებს მუშაობა შეუძლიათ", - ამბობს "ჰელსინკი ჯორჯიას" დამფუძნებელი, ვატო ასიტაშვილი.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგულაციები გამკაცრებულია სასტუმროებისთვის და, წესით, ის არ ეხება კერძო კოტეჯებსა და აპარტამენტებს. 

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი