ვტირი ცოცხალ შვილს მკვდრად - მენაბდიშვილმა ოჯახის გზავნილი არ მიიღო და შიმშილობას აგრძელებს

გამოქვეყნდა:

კასპის თავდასხმაში ბრალდებულის, გიორგი მენაბდიშვილის, ოჯახი ახალგაზრდა მამაკაცისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ითხოვს. მენაბდიშვილმა ოჯახის გზავნილზე უარი თქვა და გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობას აგრძელებს. 

"არ ვამბობ იმას, რომ დანაშაული არ ჩაიდინა, მაგრამ სულ მთად ჭკუაზე რომ არ გადავიდეს, მიხედონ და მერე როგორც წერია ჩაატარონ ობიექტური გამოძიება. ვტირი ცოცხალ შვილს მკვდარ მაგრამ იმ მკვდარ შვილსაც მივყვები ბოლომდე. იქნებ გამონაკლისი მე ვიყო, იქნებ პირველი შემთხვევა მე ვიყო, თორემ ვიცი რომ ბევრმა ვერ იპოვა სამართალი", - ამბობს გიორგი მენაბდიშვილის დედა. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი მენაბდიშვილმა შიმშილობა დღეს დაიწყო, იგი უარს ამბობს ადვოკატთან შეხვედრაზეც.

ცნობისთვის, გუშინ, 16 იანვარს, გიორგი მენაბდიშვილი კასპში სპეცოპერაციის დროს დააკავეს და მას  გამოძიება მძევლების აყვანას ედავება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, თავდამსხმელი შსს-სგან მანქანას ითხოვდა, რომლითაც იგი საქართველოს ტერიტორიის დატოვებას და რუსეთის მიმართულებით გადაადგილებას აპირებდა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი