12 იანვარს რელიგიურ ნიადაგზე გურიაში სოფელ ბუკნარში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირება მოხდა, დაპირისპირების დროს ორი მუსლიმი არასრულწლოვანი მძიმედ დაშავდა და საბოლოდ მათი სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
სოფელ ბუკნარში ადგილობრივების ნაწილი ქრისტიანია ნაწილი კი, მუსლიმი, მუსლიმებმა დეკემბერში ერთ ერთი სახლი სალოცავად მოაწყვეს და იქ ლოცვა დაიწყეს, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა, საბოლოოდ საქმე, პირველად დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში, ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა. გაჩნდა შანსი, რომ რელიგიურ ნიადაგზე ქვეყანაში გაცილებით დიდი პრობლემები დაწყებულიყო.
რატომ მივიდა საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე, მაშინ, როცა თანასოფლელები წლების მანძილზე ერთად მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ. საბოლოდ ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ პრობლემა ბუკნარში მარტივად მოგვარდა ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით დაშორდნენ და მეორე დღესვე მუსლიმებმა ლოცვაც გაგრძელდა.
მუსლიმური თემი ფიქრობს, რომ პროცესების გამწვავებაში დიდი როლი სუს-ს მიუძღვის რომელიც უკანასკნელ წლებში, გეგმაზომიერად თესავს შუღლის პოლიტიკას, რომ მუსლიმები არ არიან ქართველები და აჭარაში თურქული ინეტერესების განმტკიცება სურთ.
რა ქნა მთავრობამ ბუკნარში? ბევრი იფიქრა ცოტა იფიქრა და აღმასრულებელი ორგანოდან კონფლიქტის განსამუხტად და მედიაციისთვის ნინო წილოსანი მიავლინეს. წილოსანმა ცეცხლზე ნავთი დაასხა და თქვა, რომ მუსლიმებსა და ქართველებს შორის კონფლიქტი ამოწურულიაო, ანუ აჭარელი იქნება, გურული პანკისელი, თუ მარნეულელი ყველა, ვინც მუსლიმია ქართველები არ ხართო.
რას ემსახურება ეს განცხადებები და რა მიზანი აქვს სიძულვილის ენას, რომელიც ბოლო პერიოდში მუსლიმი თანამოქალაქეების წინააღმდეგ მიმდინარეობს.
მოდი ცოტა ხანი ბუკნარის ინციდენტი გვერდზე გადავდოთ და გავიხსენოთ, რა უძღვოდა წინ ამ პროცესებს. კონფლიქტამდე ზუსტად ერთი დღით ადრე ნიკა გვარამიამ განაცხადა. ნიკა გვარამიას მოულოდნელად სატელევიზიო კომენტარში ნახსენები კონკრეტული ფრაზა მუსლიმი თემის მიმართ შეურაცხყოფად და დისკრიმინაციად შეაფასეს და სოციალური ქსელების მეშვეობით კამპანიაც ააგორეს, რომ ნიკა გვარამია შეურაცხყოფდა უმცირესობების გრძნობებს.
ნიგვზიანი. წინწყარო, სამთაწყარო, მოხე, ადიგენი ჭელა 2012-იდან დღემდე აჭარელი თუ სხვა კუთხის მუსლიმურ თემზე უამრავი თავდასხმა განხორციელდა, მაგრამ არცერთ შემთხევაში არავის პასუხისმგებლობა არ დამდგარა. სახელმწიფო მიჩუმათების პოლიტიკით ახალისებდა პროცესებს. თუკი, 90-იან წლებში კონფლიქტები ძირითადად ეთნიკურ ნიშნით ხდებოდა, ბოლო წლებში ქართველებს შორის რელიგიურ ნიადაგზე შუღლს გაღვივება აქტიურად ხდება. ვინ დგას ამის უკან და საიდან დაიწყო პრობლემების სათავე.
"ქართული ოცნების" სათავეში მოსვლის შემდეგ,მალევე ბიძინა ივანიშვილი თბილისში მეჩეთში მივიდა და მუსლიმურ თემს შეხვდა. მან სიტყვით მიმართა მორწმუნეებს და იქვე სიტყვა ითხოვა მეჩეთის მთავარმა შეიხმაც. შუმი შეიხმა ხაზი გაუსვა რომ ქართველი მუსლიმები ქვეყნისთვის ისეთივე ისტორიულად განუყოფელი ნაწილი არიან როგორც დანარჩენი მოქალაქეები და სამშობლოს პატრიოტები. ბიძინას მეჩეთიდან გასვლიდან მეორე დღეს შეიხ ვაგიფ ახპეროვის მობილურზე ზარი შევიდა.
სუს-იდან მოთხოვნა ერთი იყო, არანაირი კომუნიკაცია საელჩოებთან, არანაირი კონტაქტი ოპოზიციურ მედიასთან და არანაირი კონტაქტი არასამთავრობოებთან. შეიხს სთხოვდნენ "ქართული ოცნებისთვის" ემუშავა.
შეიხმა ლოცვა გააგრძელა, მანამ სანამ სუსი თავად არ მივიდა მეჩეთში. შვილების შანტაჟით შეიხი გატყდა, განცხადება დაწერა და წავიდა. განცხადებიდან 1 საათში მუსლიმთა სამმართველო სამ სამუფთოდ დაიყო. აღმოსავლეთ ცენტრალურ და დასავლეთ. ზუსტად ერთ თვეში კი, რელიგიის საკითხთა სააგენტო შექმნა.
სააგენტო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილის უნდა დაქვემდებარებოდა, თუმცა მის ხელმძღვანელად სუსი-დან ზაზა ვაშაყმაძე დაინიშნა, მის მოადგილეებად ასევე სუსი-დან გიორგი უკლება და ვლადიმერ მაზმიშვილი დაინიშნენ.
რეალურად ღმერთის სახელით სუს-მა დაიწყო მუსლიმური თემის კონტროლი და მისი მანიპულაცია, დიდი ელქტორატისა და ხმების სანაცვლოდ ხსნიდა და ნიშნავდა მუფთებს, აქცენტი კი არჩევნებზე აჭარაზე კეთდებოდა.
არჩევნებისთვსი აჭარაში შეიცვალა მუფთიც, და ადამ შანთაძე დაინიშნა, სწორედ ის შეუძღვა მეჩეთში რესან კონცელიძეს. თუმცა, მანამდე იყო დიდი ვენბათაღელვა, როცა არჩევნებში მონაწილეობაზე მეჯლისის სამმა წევრმა უარი თქვა და მეჯლისი დატოვა. ისინი აცხადებდენ, რომ სულიერ ლიდერი სუსმა დანიშნა.
სუს-ის გადაწყვეტილებებით ყოველდღიურად სახელმწიფოსა და მუსლიმურ მრევლს შორის კიდევ უფრო დიდი ბზარები ჩდება, პრევეცნიისა და მოგავრებსი ნაცვალდ ღრმავდება რელიგიური შუღლი. რას ემსახურება ეს პროცესები? რატომ გახშირდა ბოლო წლებში ქართველი მსულიმების დევნა მანდამაინც თურქეთის საზღვართან. პრობლემები დავითგარეჯში აზერბაიჯანთან. რატომ ვცდილობთ რუსულ წისქვილზე წყლის დასხმას და ნატოს წევრ და სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთთან საქმის გაფუჭებას.