კოტეჯების გაქირავების აკრძალვა "საკარანტინე სასტუმრობიდან" ნაშოვნი მილიონების ფონზე - ელენე ხოშტარია

გამოქვეყნდა:

ბაკურიანში, გაქირავებული კოტეჯებიდან ადამიანების გამოყრას იმ ფონზე, როდესაც "ოცნების" შემომწირველებმა საკარანტინედ მოწყობილ სასტუმროებში მილიონები აიღეს, ელენე ხოშტარია ადამიანებისთის შემოსავლის ყველა რესურსის გადაჭრად აფასებს და წერს:

"ბაკურიანში კოტეჯებიდან და სახლებიდან აგდებენ ადამიანებს, ბოლო რესურსს უჭრიან და ეს იმ ფონზე, როცა ქართული ოცნების შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ.

მაგალითად, პაატა კოკაიას, რომელსაც აქვს 4 სასტუმრო (შპს „ბაკურიანი ინნ“, შპს „რენესანს კონსტრაქშენი“, შპს „სასტუმრო გუდაური ინნ“, შპს „სასტუმრო ივერია ინ“)  3.8 მილიონი ლარის ხელშეკრულებები გაუფორმეს. კოკაიამ სალომე სალომე ზურაბიშვილს 55 000 ლარი შესწირა.  ("ბაკურიანი ინნ"-ს 1 793 092 ლარი აქვს აღებული).

ვლადიმერ სტეფანიანი, რომელიც ასევე ოცნების შემომწირველია 485.290 ლარს იღებს ტურიზმის ადმინისტრაციიდან.

ზურაბ ჩხაიძეს („კახური ტრადიციული მეღვინეობა") ქართული ოცნებისთვის 300 000 ლარი აქვს შეწირული, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ტურიზმის ადმინისტრაციამ 286.919 ლარის ხელშეკრულებები გაუფორმა.

ჯამში 21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, უსარგებლო სავალდებულო კარანტინის უზრუნველყოფისათვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 78 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა", - წერს ელენე ხოშტარია 

ზამთრის კურორტზე კერძო ბინებისა და კოტეჯების მფლობელების დაჯარიმება იგეგმება. ბორჯომის მერია დაწესებული კოვიდრეგულაციების მკაცრ მონიტორინგს იწყებს. 

"მთავარის" ინფორმაციით, გუშინ ბაკურიანში ფინანსური სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცველები მივიდნენ, რომლებმაც ადგილობრივებს კონკრეტული ტერიტორიების დაცლისკენ მოუწოდეს და ვადა დღევანდელი დღის ჩათვლით მისცეს.

შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჯარიმა 2 000 ლარია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი