ნავალნი მოსკოვში ჩავიდა - თვითმფრინავი ამ წუთებში დაეშვა, თუმცა სხვა აეროპორტში

გამოქვეყნდა:

რამდენიმე თვის შემდეგ, ოპოზიცოინერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩავიდა. თვითმფრინავი  ამ წუთებში დაეშვა. 

აღსანიშნავია, რომ დაშვებამდე თვითმფრინავმა გეზი შეიცვალა და ის რუტინული გზით არ დაჯდა აეროპორტში. მეტიც, ის საერთოდ სხვა აეროპორტში დაეშვა.

თბილისის დროით 21:00 საათზე ვნუკოვის აეროპორტში ტაბლოზე გამოჩნდა წარწერა, რომ თვითმფრინავი, რომლითაც ნავალნი მგზავრობდა, შერემეტიევოს აეროპოტში გადამისამართდა. 

დაშვებამდე ასევე ვრცელდებოდა ცნობები, რომ ვნუკოვის აეროპორტი დაკეტილია და ბოენგი 737 სათადარიგო აეროდრომისკენ მიფრინავდა. 

მედია საშუალება "დოჟდი" ასევე პირდაპირ ეთერში ამბობდა, რომ თვითმფირნავი მოსკოვის დომოდევოვოს აეროპორტში გადამისამრთდა. მოლოდინის პერიოდში, მაშინც როცა თვითმფირნავი უკვე ადგილზე უნდა ყოფილიყო, "ნოვაია გაზეტამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ მზადყოფნნა გამოცხდადდა სამხედრო აეროდრომზეც, დაუგეგმავი რესისისთვის. 

ფაქტია თვითმფრინავა დააგვიანა და დაგეგმილზე გვიან, მარშრუტის რამდენჯერმე ცვლილების შემდეგ დაჯდა. 

სანამ ნავალნი ადგილზე გამოცნდებოდა, პოლიციელიბით სავსე აეროპორტში დააკავეს პოლიტიკოსის მომლოდინე გულშემატკივრები.   აეროპორტშივე დააკავეს ნავალნის ანტი-კორუფციული ფონდის ადოვოკატი, ლიუბოვ სობოლიც. ასევე დააკავეს პირი, რომელსაც ხელში რუსეთის დროშა წარწერით "ნავალნი, დიახ" ეწერა. 

დაკავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც - Daily Storm-ის ანტონ სტარკოვი, კომერსანტის - ივან ვოდოპიანოვა და ასევე ჟურნალისტი კირილ ბორისოვი. მისი ჟურნალისტის დაკავებაზე ცნობებს ავრცელებს "ნოვაია გაზეტაც". 

აეროპორტის დარბაზიდან პოლიციიეს მიერ გარეთ გაშვებული აქტივისტები სკანდირებდნენ - "თავისუფლება პოლიტპატიმრებს", "სრიცხვილია, სირცხვილია". 

ვიცი, რომ აეროპორტში დამაკავებენ - განაცხადა ნავალნიმ მოსკოვში გაფრენის წინ. 

ცნობისთვის, ნავალნის პატიმრობა ემუქრება; რუსი სამართალდამცავების მტკიცებით, ალექსეი ნავალნის გაფლანგვის ბრალდებით მისჯილი პირობითი მსჯავრის დარღვევის გამო პატიმრობა ემუქრება. ჯერ კიდევ 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა, დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების მტკიცებით, ძმებმა "ივ როშე" დაარწმუნეს, გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი.თავის მხრივ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა მის წინააღმდეგ და პუტინი გამოგონილი ბრალდებებით ცდილობს მის შეჩერებას.

განცალკევებულად ამ საქმიდან, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ნავალნის წინააღმდეგ ახალი საქმე აღძრა, სადაც მას თაღლითობაში სდებენ ბრალს, მათ შორის თავისი ანტიკორუფციული ფონდისთვის გადარიცხული თანხების გამო, ისევე როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ფულის ტრანსფერის გამო პირადი მიზნებისთვის, რაც 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, 2020 წლის აგვისტოში "ნოვიჩოკის" ნერვული აგენტით მოწამლეს, მას შემდეგ ის გერმანიაში ცხოვრობდა და თავისი საქმის გამოძიებაში მონაწილეობას თავადვე იღებდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი