მაასი: ნავალნის დაკავება სრულიად გაუგებარია, სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს

გამოქვეყნდა:

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი, ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით ტვიტს ავრცელებს

"ნავალნის დაკავება სრულიად გაუგებარია. კანონიერება და სამოქალაქო უფლებების დაცვა - რისი იძულებაც რუსეთს კონტიტუციითა და საერთაშორისო ვალდებულებებით აქვს - მასაც უნდა შეეხოს. სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს". 

შეგახსენებთ, რომ "ნოვიჩოკის" ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ რუსი ოპოზიციონერი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს. გუშინ ის სამშობლოში სწორედ ბერლინიდან დაბრუნდა. 

სხვა განცხადებები დაკავებაზე: 

ცნობისთვის, 17 იანვარს ალექსეი ნავალნი - მოწამვლის შემდეგ პირველად - რუსეთში ჩავიდა. ოპოზიციონერი ჩაფრენამდე დარწმუნებული იყო, რომ დააკავებდნენდაკავებულები არიან მისი მხარდამჭერებიც, რომლებიც ნავალნის აეროპორტში ელოდებოდნენ.

რუსი სამართალდამცავების მტკიცებით, ოპოზიციონერს ბრალად ედება გაფლანგვა. ჯერ კიდევ 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების მტკიცებით, ძმებმა "ივ როშე" დაარწმუნეს, გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. თავის მხრივ, პუტინის კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა მის წინააღმდეგ და პუტინი გამოგონილი ბრალდებებით ცდილობს მის შეჩერებას.

საბოლოოდ, ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე დააკავესმის ადვოკატს კი, რომელსაც პოლიტიკოსის დოკუმენტაცია ეკავა, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილებები, ოპოზიციონერთან ერთად წასვლის უფლება არ მისცეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი