ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ამერიკის ფედერალური ბიურომ გამოძიება იმ ადამიანების საწინააღმდეგოდ დაიწყო, რომლებიც მსოფლიოში დემოკრატიის დამყარებას ებრძვიან და არ გამორიცხავენ რომ ერთერთი ასეთი პიროვნება ბიძინა ივანიშვილიც იყოს.
"FBI-ს მხრიდან ამ გამოძიების დაწყება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამერიკის სახელმწიფოს სიმყა
რეს...ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიებაა ეს არის პირდაპირ გამოძიება იმ ადამიანების თუ უწყებების გამოსავლენად, რომლებიც უმაღლეს დონეზე მუშაობენ მსოფლიოში თავისუფალი სამყაროს და დემოკრატიის წინააღმდეგ" - ამბობს ანა ნაცვლიშვილი, "ლელოს" წევრი
სტრატეგია აღმაშენებლის წევრ სერგო ჩიხლაძეს კი გადამეტებულია გონია შეფასება, თითქოს ივანიშვილი დგას კაპიტოლოიუმოს დაპირისპირების უკან.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციის ეჭვები უსაფუძვლო და აბსურდულია.
"ესე შეიძლება ვიეჭვიანოთ დაუსრულებლად მაგრამ ეს მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად უსაგნოა და წყლის ნაყვას გავს", - ამბობს მიხეილ სარჯველაძე, "ოცნების" წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ NBC News-ის ინფორმაციით, გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) იძიებს, აფინანსებდნენ თუ არა უცხოური მთავრობები, ორგანიზაციები და ინდივიდები ექსტრემისტებს, რომლებმაც დაგეგმეს 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შეტევა