იმედად ისღა დამრჩა, მივმართო სახალხო დამცველს - მენაბდიშვილის დედა

გამოქვეყნდა:

კასპის თავდასხმაში ბრალდებული გიორგი მენაბდიშვილის ოჯახის წევრები სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯრიასთან, შეხვედრას ითხოვენ. 

ოჯახი ფიქრობს, რომ დაკავებული კრიმინალურ ავტორიტეტებთან თანამშრომლობის მსხვერპლია. 

"იმედად ისღა დამრჩა, მივმართოავქ სახალხო დამცველს; შეძლებისდაგვარად დავეკონტაქტო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ რამეს მივაღწიოთ. იმედი არ მაქვს ამ მთავრობის. ოჯახში დღემდე არავინ მოსულა დასაკითხად. იმას რატომ არ იძიებენ, ვინ მიიყვანა თვითმკვლელობამდე?!", - ამბობს დედა, თამარ ამირეზადაშვილი.

"2 კვირის განმავლობაში დადიოდა კარ და კარ, ყველა ორგანოში და ითხოვდა სამართალს - მაშინ სად იყვნენ, რატომ მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე? ვიმედოვნებთ, რომ სამართალს მაინც ვიპოვით", - ამბობს ნათესავი, ნინო შოშიტაიშვილი. 

აქვე გეტყვით, რომ მენაბდიშვილს ბრალს ოფიციალურად რამდენიმე წუთში სსკ-ს 144 მუხლის მეორე ნაწილით წარუდგენენ, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანას გულისხობს. 

შეგახსენებთ, რომ დაკავებული მე-3 დღეა, შიმშილობს. იგი უარს ამბობს ადვოკატთან შეხვედრაზეც.

ცნობისთვის,16 იანვარს, გიორგი მენაბდიშვილი კასპში სპეცოპერაციის დროს დააკავეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, თავდამსხმელი შსს-სგან მანქანას ითხოვდა, რომლითაც იგი საქართველოს ტერიტორიის დატოვებას და რუსეთის მიმართულებით გადაადგილებას აპირებდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი